Benjamin Trail NP Air Pistol


Benjamin Trail NP Air Pistol


ფასი 290.00 ლარი


ამერიკული ფირმა Benjamin-ის სანადირო პნევმატური პისტოლეტი. ეს იარაღი 4,5 მმ კალიბრის პნევმატურ ტყვიებს პისტოლეტისთვის არნახული სიჩქარით 191 მ/წმ-ით ისვრის. იტენება ლულის გადაწევით. ამ პისტოლეტში გამოყენებულია CROSMAN -ის მიერ შექმნილი ნიტრო ზამბარა. მასში სტანდარტული ზამბარის ნაცვლად ინერტული აირის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული(დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი). ამ ტექნოლოგიის წყალობით 30%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და 70%-ით უკუცემა და ვიბრაციები. კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით, ამ იარაღს არ დაჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ზამბარის გამოცვლა. ამასთან კლასიკური ზამბარისაგან განსხვავებით, ამ იარაღის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი. პისტოლეტს გააჩნია რეგულირებადი სამიზნე და სასხლეტი. გააჩნია ოპტიკური სამიზნის, ლაზერის, ფანრის, კოლიმატორის… დაყენების საშუალება. იდეალურია ფრინველებზე და მცირე ცხოველებზე სანადიროდ.


მახასიათებლები

კალიბრი: 4.5 მმ

მჭიდის ტევადობა: 1

ტყვიის ტიპი: კლასიკური

სიჩქარე: 191 მ/წმ

დატენვის მექანიზმი: ნიტრო ზამბარა

სიგრძე: 40,6 სმ

წონა: 1,5 კგ

კორპუსი: მეტალი

მცველი: მექანიკური