Benjamin Titan XS NP


Benjamin Titan XS NP


ბრენდი:


490.00


ამერიკული პნევმატური შაშხანა. ეს იარაღი 4,5 მმ კალიბრის პნევმატურ ტყვიებს ზებგერითი სიჩქარით ისვრის. იტენება ლულის გადაწევით. ამ თოფში გამოყენებულია CROSMAN -ის მიერ შექმნილი ნიტრო ზამბარა. მასში სტანდარტული ზამბარის ნაცვლად ინერტული აირის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული (დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი). ამ ტექნოლოგიის წყალობით 30%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და 70%-ით უკუცემა და ვიბრაციები. კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით, ამ შაშხანას არ დაჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ზამბარის გამოცვლა. ამასთან კლასიკური ზამბარისაგან განსხვავებით, ამ იარაღის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი. შაშხანას გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი და მექანიკური დაცვის მექანიზმი. თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის 4X32 ოპტიკური სამიზნით. ეს თოფი განკუთვნილია დიდი მანძილზე სიზუსტეში სროლისათვის და ასევე მსხვილ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე(მაჩვი, კურდღელი და სხვა) სანადიროდ. კონდახი მაღალი ხარისხის პოლიმერისგანაა დამზადებული, ერგონომიული და ძალიან მოსახერხებელია.


მახასიათებლები

კალიბრი: 4.5 მმ

მჭიდის ტევადობა: 1

ტყვიის ტიპი: კლასიკური

სიჩქარე: 366 მ/წმ

დატენვის მექანიზმი: ნიტრო ზამბარა

სიგრძე: 113 სმ

წონა: 3,76 კგ

კორპუსი: პოლიმერი

მცველი: მექანიკური

ოპტიკა: CenterPoint 4X32